სოზარ სუბარი: საქართველოში თუ ვინმეს ფინანსები არის გაუმჭვირვალე, ეს „ენჯეო“ სექტორია

“საქართველოში თუ ვინმეს ფინანსები არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეო“ სექტორი, რადგანაც ეს არის სექტორი, სადაც უზარმაზარი ფული იხარჯება”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინიციატივას.

მისივე თქმით, ინიციატივა ორმაგი სტანდარტია.

„მაგალითისთვის – 4 ყველაზე მდიდარი ენჯეო უფრო მეტს იღებს და ხარჯავს წლის განმავლობაში, ვიდრე მთელი პოლიტიკური პარტიები ერთად აღებული. ამ დროს, რაში იხარჯება ან რამდენად მიზნების შესაბამისად იხარჯება, ამაზე არ არსებობს არანაირი ცნობა. ეს არის ორმაგი სტანდარტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეს ენჯეო სექტორი პარალელურად თავს პოლიტიკურ მოთამაშედ მიიჩნევს“, – აცხადებს სუბარი.

ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის, როგორც მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმის, გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები