“იმ გზამ, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა არჩეული, სრული კრახი განიცადა” – ირაკლი ქადაგიშვილი

“ფაქტია, იმ გზამ, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა არჩეული, სრული კრახი განიცადა. ამ პოლიტიკური გზის ფლაგმანი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ყველა პარტია, რომელიც დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილენი იყვნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ნაცმოძრაობაც“ ცდილობს, რომ იმ ფონზე, რაც ამ პარტიის შიგნით მიმდინარეობს, ანუ დაშლის პროცესი, პოლიტიკური დღის წესრიგის არქონა, რამენაირად ასეთი მოწოდებებით შეინარჩუნოს ოპოზიციის ლიდერის ფლაგმანის როლი. ვხედავთ, რომ პარტიის შიგნით ყოფილ და დღევანდელ თავმჯდომარეს, ჩრდილოვან მმართველობას შორის დიდი აურზაურია ატეხილი. როგორ დალაგდება ოპოზიცია, ვინ ვის შეუერთდება, ამას არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამომრჩეველი ოპოზიციის ყველა აქტორს კარგად იცნობს და აფასებს ისე, რომ 5-პროცენტიან ბარიერს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ვერავინ ლახავს. აქ მნიშვნელობა არ ექნება, ვინ ვის შეუერთდება, მთავარი იქნება, ვინ მოტრიალდება ეროვნული ინტერესებისკენ და რეალურად ვინ ეტყვის უარს იმ დესტრუქციულ პოლიტიკას, რასაც ისინი აქამდე ატარებენ.

მოგეხსენებათ, მომავალი არჩევნები პროპორციული სიით უნდა ჩატარდეს, ამიტომ, რა თქმა უნდა, პარტიები ასე მარტივად ვერ გაერთიანდებიან. მაშინ უნდა მოხდეს ერთ პარტიაში შერწყმა, რომლის სურვილი არავის აქვს. ყველას უნდა, თავისი პატარა საფეოდალო ჰქონდეს. მოხდება თუ არა ამ ოპოზიციური პარტიების სახის ცვლილება, ამას დრო გვაჩვენებს. დღევანდელი განცხადებები არის საკუთარი პოზიციების დაფიქსირება მომავალი არჩევნების წინ და ეს ყველაფერი ასახავს ერთმანეთთან ვაჭრობასა და შეჯიბრს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები