შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი – ანუ, ძალადობა, კორუფცია, ადამიანის ღირსების აყრა, ეს გახლავთ ჩვენი ოპოზიციის გენეტიკური კოდის შემადგენელი ნაწილი

სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი – ანუ, ძალადობა, კორუფცია, ადამიანის ღირსების აყრა, ეს გახლავთ ჩვენი ოპოზიციის გენეტიკური კოდის შემადგენელი ნაწილი, რაც არის პრობლემა. ისინი ამ ადამიანებს ვერ მოიცილებენ ისე, რომ თავად არ განადგურდნენ. ეს არის სწორედ ის დილემა, რაც ოპოზიციას უდგას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციისგან არაფერი არ გამოვა, გარდა იმისა, რომ კვლავ წრეზე იტრიალონ რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის.

„მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე კარგად იციან და მათი გენეტიკური კოდი გაშიფრეს. უცხოეთიდან ჩარევებისა და დაფინანსების, ასევე, იარაღის ტრიალის სემინარების დაფინანსების მიუხედავად, შანსი არ არსებობს, რომ ქართველმა ხალხმა რაიმენაირად მათ ხელში ხელისუფლების მანდატის ჩაგდება დაუშვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები