თინა ბოკუჩავა – მელიას განცხადებებზე: არ ემსახურება არა მხოლოდ ჩვენი პარტიის, არამედ – ქვეყნის საუკეთესო ინტერესს

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადებები არ ემსახურება არც პარტიის და არც ქვეყნის ინტერესებს.

მისივე თქმით, ასეთი განცხადებები უნდა კეთდებოდეს პარტიის მიღმა.

“უკვე ხშირად მიწევს ამაზე კომენტირება, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული მქონდა, კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია ამ საკითხებზე საუბარი. არ ემსახურება არა მხოლოდ ჩვენი პარტიის, არამედ ქვეყნის საუკეთესო ინტერესს. მეც ბევრჯერ მქონია განსხვავებული აზრი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, მაგალითად, 19 აპრილის შეთანხმებაზე, მაგრამ ეს იყო წინააღმდეგობა და არა მუდმივი დაპირისპირების და ლანძღვის რეჟიმი, რაც არის ჩემთვის მიუღებელი. მაშინ მიმაჩნია, რომ ეს უნდა გაკეთდეს პარტიის მიღმა. თუ ჩვენი ამოცანა ერთმანეთის ლანძღვაა, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ეს გავაგრძელოთ” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა: “იქ, სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი,  არ არის ქვეყნის ინტერესი, იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები