მიხეილ სარჯველაძე: “ნაცმოძრაობას” იმდენად ტოქსიკური რეპუტაცია აქვს, რომ ეს შეიძლება, დამაზიანებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” იმდენად ტოქსიკური რეპუტაცია აქვს, რომ ეს შეიძლება, დამაზიანებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის.

“ნაციონალურ მოძრაობას” აქვს იმდენად ტოქსიკური რეპუტაცია, რომ ეს შეიძლება, დამაზიანებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, შესაბამისად, ბუნებრივია, ცალკეული პარტიები იწყებენ ზრუნვას იმაზე, რომ ეს დამაზიანებელი ეფექტი ჩამოიცილო. ამის შემდეგ დღის წესრიგში დგება მათთვის ახალი გეგმები, თუ როგორ წარდგნენ მომდევნო არჩევნებზე. როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ ცალკეული პოლიტიკოსები, მათი შეხედულებების სისტემა ხომ არ არსებობს რეალურად,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები