რატი იონათამიშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო ინიციატივაზე: მათი შეფასებით კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას, არის რუსული კანონი, შესაბამისად, ეს არის რუსული კანონი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, რატი იონათამიშვილის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას, არის რუსული კანონი, შესაბამისად, მათი საკანონმდებლო ინიციატივა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, არის რუსული კანონი – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„მათი შეფასებით, კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას არის რუსული კანონი. შესაბამისად, ეს კანონი არის რუსული კანონი, ხაზს ვუსვამ, მათი შეფასებით, რასაკვირველია, მათი ლოგიკით და არა ჩვენი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარლამენტში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიზანია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის, როგორც მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმის გაძლიერება.
ორგანიზაციის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების მიღება და მათი პრაქტიკაში ამოქმედება გააუმჯობესებს თანამდებობის პირთა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები