“სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი, იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები” – ნიკა მელია

“იქ, სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი,  არ არის ქვეყნის ინტერესი. იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, დააზიანეს.

„ჩემთვის საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლა უმნიშვნელოა. ორჯერ მქონდა საპარლამენტო მანდატი და ორივე ბრძოლაში დავკარგე. ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რაც მოხდა პარტიის არჩევნების შედეგად, რადგან არ დაგიმალავთ, ემოციურადაც რთული იყო ჩემთვის, როცა დაუმსახურებლად ყოველი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა, რომ არაფერს აკეთებს ნიკა მელია სააკაშვილის გასათავისუფლებლად, საკმარისია, თავმჯდომარე შეიცვალოს და რამდენიმე თვეში სააკაშვილი გათავისუფლდებაო.

სააკაშვილს დღეში კლავდნენ ხუთჯერ და დღეს რას აკეთებენ? სამწუხაროდ, პარტიაში დამარცხდა რაციონალური მოსაზრება, იმძლავრა ემოციამ. მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, დააზიანეს მაშინ, როცა პარტიის გარეთ გვჭირდებოდა კონსოლიდაცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები