ტრამპს საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ბრალი საიდუმლო დოკუმენტების არასწორად გამოყენებისთვის წაუყენეს.

ტრამპი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

მედიის ცნობით, ტრამპს შვიდი მუხლი წაუყენეს, მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა. თავად ბრალდებები ჯერ არ გასაჯაროებულა.

„ბაიდენის კორუმპირებულმა ადმინისტრაციამ შეატყობინა ჩემს ადვოკატებს, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრალია წაყენენებული, როგორც ჩანს, ყუთებთან დაკავშირებით საგაზეთო სიყალბის გამო“, – წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში Truth Social.

მისი თქმით, 13 ივნისს, ადგილობრივი დროით 03:00 საათზე მაიამიში ფედერალურ სასამართლოში უნდა გამოცხადდეს.

ეს არის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული მეორე ბრალდება და პირველი ბრალდება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ფედერალურმა პროკურორებმა წარადგინეს.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა, დამართნოდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს“, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ეს მართლაც “შავი დღეა შეერთებული შტატებისთვის”.

“ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც სერიოზულ და სწრაფ რეგრესს განიცდის. თუმცა, ერთად ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით!”, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები