“პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია” – ირაკლი ქადაგიშვილი

“საპარლამენტო რესპუბლიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს სურათი დარღვეულია”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამიტომ, ჩვენი ნება არის ის, რომ ყველა ინსტიტუციამ შეინარჩუნოს თავისის კონსტიტუციური უფლებამოსილებები და ემსახურებოდეს უფრო კონსენსუსის მოძებნას, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირებების შექმნას“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს. მიზეზად კი „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მხრიდან საკითხის გაჭიანურებას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები