ნიკა მელია: რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთო, ახლა იქით ეძახიან, გვიშველე, მოდი, პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო

ნაცვლად იმისა, რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთ, ახლა მიშას ეძახიან, გვიშველეო, მოდი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში აღნიშნული პარტიაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„ნებისმიერი ერთობა უნდა იყოს მყარი. „ნაციონალური მოძრაობა“ დღესდღეობით არის ის ძალა, რომლის გარშემოც შესაძლებელი იქნებოდა და იყო კონსოლიდაცია, სამწუხაროდ, ეს შანსი არის დაკარგული მენეჯმენტის პირობებში. ნაცვლად იმისა, რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთ, ახლა მიშას ეძახიან, გვიშველეო, მოდი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო. საშველად მოვიდნენ, სააკაშვილისთვის დახმარების აღმოსაჩენად და ახლა იქით ეძახიან, დაგვეხმარეო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები