ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს სოლიდურობას, მიმღებლობას

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მოხდა, რამაც ხიდები ჩატეხა, ეს გამოიწვია არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებმა, არამედ იმან, რაც მოხდა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებიდან ხუთ დღეში. დღესაც ვერ მოვუძებნე ახსნა, რატომ გაყარეს ხალხი პარტიიდან ან პოლიტიკური საბჭოდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ახალი ხელმძღვანელობა მომაკვდინებელ შეცდომას უშვებს.

„ეს პარტია კარგავს სოლიდურობას, მიმღებლობას. უამრავი ადამიანი, და ერთ-ერთი მე, ვცდილობთ, პარტია გადარჩეს, როგორც პლატფორმა, რომელიც იქნება მიმზიდველი, გადარჩეს პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვა და არა არსებულის განზიდვა. შესაძლებელი იქნება ჯამის მატება და არა ჯამის კლება, ძალების კონსოლიდაცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები