შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას აქვს ფუნდამენტური პრობლემა – ის გამიჯნულია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს

მიუხედავად იმისა, რომელ ოპოზიციაზე არის საუბარი, ყველას აქვს ფუნდამენტური პრობლემა – ისინი გამიჯნული არიან ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სანამ ოპოზიცია ქართველი ხალხის ინტერესებს არ დაუბრუნდება, მანამდე გამორიცხულია, რომ არჩევნებში რაიმე სახის წარმატება ჰქონდეთ.

„მათ პოლიტიკაში ყველანაირ ინტერესს ამოიკითხავ, საქართველოსა და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესის გარდა. მანამ, სანამ ისინი ამ ინტერესს არ დაუბრუნდებიან, არ აღიარებენ და საკუთარი პოლიტიკის ნაცვლად არ აქცევენ, მანამდე გამორიცხულია მათ ნებისმიერი ხასიათის წარმატება ჰქონდეთ არჩევნებში. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც არ უყურებენ და თვალს არ უსწორებენ. ისინი ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესებს აღიარებენ გარდა საქართველოსა და ქართველი ხალხის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები