შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან ელოდება პასუხისმგებლიან ქცევას
ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან ელოდება პასუხისმგებლიან ქცევას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მის უფლებამოსილებაში შედის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ხდება კანდიდატების წარდგენის ხელოვნური დაყოვნება.
„ის უფლებამოსილებები, რომელიც აქვს ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, უნდა შესრულდეს. ის გარემოება, რომ ცესკოსა და ეროვნული ბანკის შემთხვევაში კანდიდატების წარდგენის დაყოვნებაა, ეს აჩვენებს, რომ ამ მხრივ ქართველი ხალხის მოლოდინები გამართლებული არ არის. ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან ელოდება პასუხისმგებლიან ქცევას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მის უფლებამოსილებაში შედის. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ქართველი ხალხის ამ მოლოდინს საქართველოს პრეზიდენტი უპასუხებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.