შალვა პაპუაშვილი: ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის როლი ყველასთვის ცნობილია – დესტრუქცია, პოლარიზაცია, ძალადობისკენ წაქეზება

მიხეილ სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველასთვის არის ცნობილი – ეს იყო დესტრუქცია, პოლარიზაცია, ძალადობისკენ წაქეზება, ძალით ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველასთვის არის ცნობილი – ეს იყო დესტრუქცია, პოლარიზაცია, ძალადობისკენ წაქეზება, ძალით ხელისუფლების შეცვლა. მთელი ამ დროის განმავლობაში ის ქვეყნის გარეთ იყო, თავისი მფარველი ჯგუფების მფარველობის ქვეშ და ასე ახორციელებდა ამ საქმეს. ზუსტად ამ ჯგუფმა შემოაპარა ის საქართველოში, რომ არეულობა მოეწყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები