ნიკოლოზ სამხარაძე: ეროვნული ბანკის მუშაობა მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვალდებულებაა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები დროულად წარადგინოს.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მუშაობა ქვეყნის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.

„ეს ყველაფერი საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, რადგან როგორც ცესკო, ასევე ეროვნული ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, ეროვნული ბანკი, რომლის ყოველდღიური მუშაობა მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის. რა თქმა უნდა, ცესკო მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა საარჩევნო პერიოდში არ ვართ. როცა ამდენი ხნის განმავლობაში პრეზიდენტი არ ასახელებს კანდიდატურას, რომელზეც ამბობს, რომ ის პროფესიონალია, არ ვიცი, აქ შეიძლება, სხვა მიზეზები ვეძებოთ. შეიძლება, პირადი ინტერესი აქვს ან სხვა დაინტერესება. შეიძლება, ეს ადამიანები პიროვნულად არ მოსწონს. უნდა ვკითხოთ, რატომ აკეთებს ამას. მას ვალდებულება აქვს, რომ კანდიდატები დროულად წარმოადგინოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას ხელს უშლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები