ნინო წილოსანი: „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ კონსოლიდაცია ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისთვის თვითმკვლელობა იქნება

კონსოლიდაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ იქნება თვითმკვლელობა ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისთვის, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„რაც შეეხება თავად ოპოზიციურ სპექტრში კონსოლიდაციას, ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ელემენტარულ საკითხზეც კი ვერ აკეთებენ კონსოლიდაციას, თუნდაც ვერ ერთიანდებიან იმასთან მიმართებაში, რომ ერთად იყვნენ ევროკავშირის იდეის გასატარებლად. ვნახეთ, რომ ევრორეკომენდაციების შესრულების დროს როგორ იყვნენ დაქსაქსულები.

ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ პროცესები დემოკრატიულ ჭრილში განვითარდეს და ოპოზიცია იყოს ძლიერი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დანაშაულებრივი რეჟიმი და დანაშაულებრივი პოლიტიკური მოძრაობა, როგორც არის „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ვამხილოთ და ყოველთვის შევახსენოთ იმ ქმედებების შესახებ, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები