ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2022 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.1% შეადგინა, ხოლო ნომინალური მშპ-ს მოცულობა 71.754 მლრდ. ლარს გაუტოლდა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსულობებისა და გადასახადების კუთხით მაღალი მაჩვენებლით შესრულდა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ 100.4% შეადგინა, ხოლო გადასახადების შესრულებამ – 99.9%.

2022 წელს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებამ 340,721.9 ლარი შეადგინა, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 106.3%-ია; იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსება 8,078.1 ლარით განისაზღვრა და მისი შესრულების მაჩვენებელმა 98.9% შეადგინა; სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება 7,899.0 ლარი და შესრულების მაჩვენებელია 89.1%.

კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს კენჭისყრით მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები