“გამორიცხულია, რომ საქართველო ვინმეს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდეს” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველო არათუ ვინმეს ეხმარება სანქციებისაგან გვერდის ავლაში, არამედ პირიქით, სანქციების აღსრულებაში ეხმარება.

„ადრეც ყოფილა გარკვეული საუბარი იმის შესახებ, თითქოსდა, საქართველო ეხმარებოდა ვინმეს სანქციების გვერდის ავლაში. საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. არც ერთ ფაქტი არ დადასტურებულა, მათ შორის, ამერიკულმა მხარემაც კი გააკეთა შემდგომში ამაზე კომენტარი და შესაბამისად, რაიმე სახის მანიპულაცია, რომ საქართველო ვინმეს შეიძლება ეხმარებოდეს სანქციების გვერდის ავლაში, ამაზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ.

გამორიცხულია, რომ საქართველო ეხმარებოდეს, პირიქით, გამოჩნდა ძალიან ბევრჯერ, რომ საქართველო არათუ ვინმეს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, არამედ პირიქით, ეხმარება აღსრულებაში და ეს ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს,“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები