კახა კალაძე – ოპოზიციაზე: ისინი ერთი მრწამსის ადამიანები არიან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი არჩევნებისთვის ოპოზიციის კონსოლიდაცია არაფერს შეცვლის.

მისივე თქმით, რადიკალიზმს მომავალი არ აქვს.

„არ ვიცი მათი დაპირისპირების საგანი. ლევან ხაბეიშვილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია. სხვათა შორის, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მას ვგულშემატკივრობდი. ერთი რამ ცხადია – რადიკალიზმს, ბოროტებას, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა და ვიცით, ვინც იყო ამ ყველაფრის შემოქმედი, ამ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს მომავალი არ აქვთ, ისინი განწირულნი იქნებიან მარცხისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, სამწუხაროდ, თავის თავზე გამოცადა ეს უბედურება, შესაბამისად, წარსულს მოსახლეობა არასდროს დაუბრუნდება. ისინი ერთი მრწამსის ადამიანები არიან. ერთ დროს ერთი კონკრეტული ფრთის – სააკაშვილის გაერთიანების ქვეშ იყვნენ, შემდეგ დაიშალნენ, შექმნეს საკუთარი პარტიები, როგორ გამოვლენ არჩევნებში ცალკეულად თუ გაერთიანებულად, ეს არაფერს ცვლის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები