გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, პრეზიდენტის ნაბიჯები არაადეკვატურია ხოლმე – ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რომლებიც ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს

კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატურა უნდა წარმოადგინოს.

„სამწუხაროდ, არასწორი, არაადეკვატურია ხოლმე პრეზიდენტის ნაბიჯები და განცხადებები. ამ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც თავად აღიარებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატს თვითონაც ვერაფერს უწუნებს და ვერც ვერავინ ვერაფერს უწუნებს, აბსოლუტურად გაურკვეველია, რატომ არ ხდება მისი წარდგინება პარლამენტში. სამწუხაროდ, არსებობს მოცემულობები, რის გამოც, როგორც ჩანს, ის მარტო არ იღებს გადაწყვეტილებებს. დარწმუნებული ვარ, საქართველოში საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ქვეყნის შიგნით, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ. ჩვენ არავისთან არ ვართ დაპირისპირებული. პრეზიდენტი არაადეკვატურ ნაბიჯებს თუ დგამს ან არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, ეს პრობლემაა, მაგრამ ჩვენი პრობლემა არ არის, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან წამოსული პრობლემაა. როგორც ჩანს, ის მარტო არ არის გადაწყვეტილებებში და კარგი იქნება, თუ ისეთ გადაწყცეტილებას მიიღებს, რომელიც არა ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარეობს, არამედ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან, რომელმაც ის აირჩია. ასე არ იმართება ქვეყანა, სახელმწიფო. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რომლებიც ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები