სურს თუ არა სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახლება – რას ამბობს გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, 2024 წლის არჩევნების დროს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იყოს.

„მე პირადად გამოვრიცხავ. რამდენადაც მისი განწყობა ვიცი, არ მგონია. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. პირველ ყოვლისა, არ ველოდები, რომ ის საქართველოში პოლიტიკაში ჩართვას აპირებს, არა მგონია.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა, ჩემი ხედვით არის სუსტად და ველოდებით, რომ კიდევ დამატებითი გამოკვლევა იქნება“, – განაცხადა გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრად დასახლება არ გამორიცხა. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის როლი მომავალ არჩევნებში დიდი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები