მიხეილ სარჯველაძე: ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული არაერთი ვალდებულების შესასრულებლად იყო წარდგენილი ინიციატივები, რომელთა მიღებაშიც ოპოზიციის ჩართულობა ნულოვანი იყო

ბრიუსელში მიმდინარე კომიტეტის სხდომის მნიშვნელობაზე მეტყველებს ორი ფაქტი, ასოცირების დღის წესრიგის და 12 პუნქტის შესრულება ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, ეს ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ევროპამ უკვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხზე.

„იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ნაბიჯები გადადგმული თითოეული მიმართულებით, რაც არის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, ასეთ დროს, როდესაც ევროპამ უკვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ყველაფერი ეს შეაფასოს, მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატები, სადაც შეგვეძლება, სრული და ჭეშმარიტი ინფორმაცია მივაწოდოთ ევროპელ კოლეგებს მიმდინარე პროცესების და რეზულტატების შესახებ, რომლებიც გვაქვს ცალკეული რეფორმების მიმართულებით. აქ ძალიან ბევრზეა საუბარი და არა მხოლოდ იმ პოპულარულ თემებზე, რომლებიც შეიძლება, ოპოზიციისთვის იყოს საინტერესო. მაგალითად, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული არაერთი კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად იყო წარდგენილი ინიციატივები პარლამენტში, რომლებიც ისე განვიხილეთ და ისე მივიღეთ, რომ საერთოდ ნულოვანი იყო ოპოზიციის ჩარეულობა ამ საკითხების განხილვაში. ამის სადემონსტრაციო მაგალითად შეგვიძლია, ვთქვათ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის შესახებ კანონი ან პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი და სხვა“,– განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები