იაგო ხვიჩია – “ლელოზე”: ჩვენთვის რომ მოეცა ეს ფული და ეთქვა, ანაკლია აგვაშენებინეთ – რომ მოხვალთ ხელისუფლებაშიო, ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა ეს პროექტი, ვიდრე ფულის ასე ფლანგვა

“გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, “ლელომ” არჩევნებზე 20 მლნ დახარჯა, მათ – 300 000, პარლამენტში კი “ლელოც” და “გირჩიც” 4-4 კაცით შევიდა.

ხვიჩიას თქმით, თუ “ლელოს” წარმატების მიღწევა უნდა, ის ხალხი უნდა დააფინანსოს, ვისაც უფრო ესმის პოლიტიკა.

“ვისაც  უნდა დაეხარჯა ეს ფული, უფრო ეფექტურად დახარჯავდა, ვიდრე დღეს არის. პარლამენტში “ლელოდან” ორი კაცია და რამდენიმე მილიონი ლარია დახარჯული. ჩვენ ვიცით ჩვენი ხარჯები და ბევრად უფრო დაბალი ხარჯებით მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ. ჩვენთვის რომ მოეცა ეს ფული და ეთქვა, რომ თქვენს პროექტში ვდებთ ფულს და ანაკლია აგვაშენებინეთ, რომ მოხვალთ ხელისუფლებაშიო, ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა ეს პროექტი, ვიდრე ფულის ასე ფლანგვა,” – აცხადებს იაგო ხვიჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები