საბა ბუაძე: არ არსებობს არანაირი ღირებულებითი თანხვედრა ჩვენსა და იმ “ნაცმოძრაობას” შორის, რომლის მენეჯმენტის სათავეში დგას მერაბიშვილი და წარსულის ოდიოზური ადამიანები

“ლელოს” წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” საარჩევნო თანამშრომლობა დამარცხების ფორმულაა.

ბუაძის თქმით, “ლელოსა” და “ნაცმოძრაობას” შორის არანაირი ღირებულებითი თანხვედრა არ არსებობს.

“ნაციონალურ მოძრაობასთან” საარჩევნო თანამშრომლობა დამარცხების ფორმულად მიგვაჩნია. ამ მოცემულობაში, ყველაფრის გათვალისწინებით ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი ღირებულებითი თანხვედრა ჩვენსა და იმ “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, რომლის დღევანდელი მენეჯმენტის სათავეშიც დგას ვანო მერაბიშვილი და წარსულის ოდიოზური ადამიანები”,- აღნიშნა ბუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები