რატი იონათამიშვილი: ხელოვნურ გაერთიანებაზე ლაპარაკობენ იმიტომ, რომ საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი თავის და პარტიების იმედი არ აქვთ

“ხელოვნურ გაერთიანებაზე ლაპარაკობენ იმიტომ, რომ საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი თავის და პარტიების იმედი არ აქვთ. ამათი მიზანი სინამდვილეში ოპოზიციაში ყოფნაც კი არ არის, არამედ პარლამენტში ყოფნაა და ძალიან მარტივად იშიფრებიან, როდესაც ასეთ ღირებულებების გარეშე გაერთიანებებზე საუბრობენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება ნებისმიერ შემთხვევაში უარს ეტყვის.

“ნაციონალურმა მოძრაობამ”, სხვის გაერთიანებებზე რომ საუბრობენ, ჯერ კიდევ “პარტიუკებს” რომ უძახდნენ და ამაზე ბოდიში არ მოუხდიათ – ეს ერთი ტრაგედიაა. მეორე ტრაგედია არის, რომ ეს “პარტიუკების” იარლიყი არ სწყენიათ იმ პატარა პარტიებს და ეს მაშინაც ისე მიიღეს, თითქოს ეს პარტნიორული გზავნილი იყო.

როდესაც ასეთი ურთიერთობები არსებობს ამ პარტიებს შორის, საერთოდ, რა გაერთიანებაზე უნდა იყოს ლაპარაკი. ამას ცხადია, შედეგებზე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ისინი ერთად თუ ცალ-ცალკე იქნებიან, რადიკალურ ოპოზიციას უარს ეტყვის ჩვენი საზოგადოება”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები