ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, რომ მომავალი არჩევნებისთვის რამენაირად სახე გამოკვეთონ
„ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, რომ მომავალი არჩევნებისთვის რამენაირად სახე გამოკვეთონ. ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაკნინებისა და დეგრადაციის გზაზე დგას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი კვლევები აჩვენებს, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა იოლი არავისთვის არ იქნება.
“თუ ოპოზიცია რადიკალური რიტორიკისა და ქმედებების მოცემულობაში დარჩება, მათი გადაადგილებით ჯამი არ შეიცვლება და შედეგი მათთვის არ იქნება. ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, რომ მომავალი არჩევნებისთვის რამენაირად სახე გამოკვეთონ. ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაკნინებისა და დეგრადაციის გზაზე დგას. მას, რა თქმა უნდა, ამომრჩეველი შეუნარჩუნდება, ოღონდ მცირე რაოდენობით და საარჩევნო ბარიერს გადალახავს. დანარჩენ პოლიტიკურ ფლანგზე მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, თუ კიდევ ვინ არის ბარიერის გადალახვის კანდიდატი. დღევანდელი კვლევები აჩვენებს, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა იოლი არავისთვის არ იქნება. გამომდინარე აქედან, ოპოზიცია ცდილობს, განსხვავებული სახე მოძებნოს გაერთიანებით ან საკუთარი თავის წარმოჩენით. ვნახოთ რა გამოუვათ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.