“არავის მივცემთ საშუალებას, რომელიმე ინსტიტუტის ფუნქციონირებას რამე ფორმით ხელი შეეშალოს” – თეა წულუკიანი

არავის მივცემთ საშუალებას, რომ რომელიმე ინსტიტუტის ფუნქციონირებას რამე ფორმით ხელი შეეშალოს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, თეა წულუკიანმა “ეროვნული ბანკის” თემასთან დაკავშირებით განაცხადა.

„არავის მივცემთ საშუალებას, რომ რომელიმე ინსტიტუტის, მით უმეტეს, იმ ინსტიტუტის, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის ამ ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მხრივ დამოკიდებული, ეს გახლავთ ეროვნული ბანკი, რომ ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებას რამე ფორმით ხელი შეეშალოს. რა თქმა უნდა, ეს არ არის კონკრეტული პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები