დავით მათიკაშვილი: ფრანგული მხარე აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ მხარი დაუჭიროს ქართულ მისწრაფებებს, რომლებიც გამიზნულია ევროკავშირის წევრობისკენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ფრანგული მხარე მზადყოფნას აცხადებს, რომ მხარი დაუჭიროს ქართულ მისწრაფებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრობისკენაა გამიზნული.

“გვექნება აქტიური ინფორმაციის გაცვლა საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ის – თუ როგორ სრულდება 12-პუნქტიანი გეგმა, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ქართულმა მხარემ ევროინტეგრაციის მიზნის მისაღწევად. ამ მეგობრულ გარემოში ფრანგული მხარე ასევე აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ მხარი დაუჭიროს ქართულ მისწრაფებებს, რომელიც გამიზნულია ევროკავშირის წევრობისკენ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები