ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ძირითადი თემები იგივეა – ჩვენი ფრანგი პარტნიორების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში
“ჩვენი ძირითადი თემები იგივეა – ჩვენი ფრანგი პარტნიორების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძე იმედოვნებს, რომ საქართველო საფრანგეთის მხარდაჭერას მიიღებს.
„ჩვენი ძირითადი თემები იგივეა – ჩვენი ფრანგი პარტნიორების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, სად ვართ ახლა, როგორ ვაპირებთ, ეს რეკომენდაციები ბოლომდე მივიყვანოთ. ასევე, საუბარი გვექნება უსაფრთხოების ვითარებაზე, რომელშიც საქართველო არის რუსეთის უკრაინაში აგრესიისა და ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პროცესებიდან და იმ ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ამდენი წელია, უმკლავდება. ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ საფრანგეთის მხარდაჭერას, ისევე – როგორც გუშინ მივიღეთ როგორც სენატის თავმჯდომარისგან, ასევე, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარისგან“, – განაცხადა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საფრანგეთში შეხვედრებს განაგრძობს.