არქეოლოგებმა იპოვეს გემი, რომელიც 3000 წლისაა

ამერიკელმა არქეოლოგებმა ხმელთაშუა ზღვაში ძველი ფინიკიური გემი იპოვეს, რომელიც ძვ.წ. აღ 700 წლით თარიღდება. მეცნიერთა თქმით, ეს უნიკალური აღმოჩენაა, გემის ასაკი ღვინის ამფორების სტილით და მოყვანილობით დაადგინეს.
,,ძველ აღთქმაში ფინიკიელებს ქანაანელებს ეძახდნენ, ქანაანის ქვეყანა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე იყო განლაგებული, ისინი სემიტური წარმოშობის ხალხთა ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ და აღნიშნულ ტერიტორიაზე ძვ. წ. აღ მე-16-3 საუკუნეებში ცხოვრობდნენ. ქანაანელები საკმაოდ გამოცდილი მეზღვაურები და ვაჭრები იყვნენ, ამიტომაც მათი ცივლიზაცის ყველა ნივთი ორმაგად საინტერესოა მსოფლიო მეცნიერებისთვის“,- განაცხადა არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ამერიკელმა მეცნიერმა ტიმოტი გამბინიმ. საინტერესოა, რომ უძველესი გემის ნაწილები იპოვეს მალტასთან ახლოს, კუნძულ გოზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 120 მეტრის სიღრმეზე, სადაც არქეოლოგთა კვლევები დღემდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები