რატი ბრეგაძე: ოპოზიციაში ყოფნა არ გულისხმობს უპასუხისმგებლობას

“ოპოზიციაში ყოფნა არ გულისხმობს უპასუხისმგებლობას. ნებისმიერი პოლიტიკოსი და ზოგადად, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ორგანიზაცია, რომელიც არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ბრეგაძემ საუბრისას, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„გავრცელდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადება, რომელიც მიესალმება ჩვენ მიერ დაინიცირებულ ცვლილებებს. განცხადებიდან ვციტირებ – „საქართველო არის საერთაშორისოდ აღიარებული კარგი პრაქტიკის მქონე ქვეყანა მოქალაქეობის არმქონეობასთან გამკლავების კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გახდება ერთ-ერთი ქვეყანა რომელიც აღმოფხვრის მოქალაქეობის არმქონეობას“. ეს ორგანიზაცია პირდაპირ მიესალმება მოქალაქეობის არმქონე პირთათვის ბინადრობის ცეზის 5-წლამდე შემცირებას. ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს დასავლურ ღირებულებებს და არის ცივილური სამყაროს განუყოფელი ნაწილი. კითხვას ვუსვამ რადიკალურ ოპოზიციას, ის რაც არის მოწონებული მთელი დასავლური სამყაროს მიერ, როგორ შეიძლება, რომ ერთმა პარტიამ, რომელსაც მართლა აქვს იმის პრეტენზია, რომ წარმოადგენს დასავლურ ღირებულებებს, ამას სხვა ცვლილებას უწოდებდეს და თვლიდეს, რომ ეს არის ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო?!“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები