არჩილ თალაკვაძე – ხოშტარიაზე: როდესაც ჩუმად ხარ, ეს ირიბად ნიშნავს დადასტურებას, რომ შენ მართლა იღებ დაფინანსებას

“როდესაც ჩუმად ხარ, ეს, რა თქმა უნდა, ირიბად ნიშნავს დადასტურებას, რომ შენ მართლა იღებ დაფინანსებას და ატარებ ინტერესებს, რომელიც საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, შენი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სიმართლის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა, კითხვებს და ბრალდებებს პასუხი გაეცეს.

„ისინი პირველები არიან, ვინც ყველა ქმედებაზე ინფორმირებული ჰყავს, როგორც ჩანს, თავის მოკავშირეს. პირველები არიან, ვინც აწყობენ პროვოკაციებს თავის ქვეყნის წინააღმდეგ. თუ სიმართლე შენკენ არის, უნდა უპასუხო კითხვებს და ბრალდებებს, რომელიც შენ წინააღმდეგ არის. როდესაც ჩუმად ხარ, ეს რა თქმა უნდა, ირიბად ნიშნავს დადასტურებას, რომ შენ მართლა იღებ დაფინანსებას და ატარებ ინტერესებს, რომელიც საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, შენი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები