რატი ბრეგაძე: კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე
კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ნებისმიერ ცვლილებას ჰყავს კრიტიკოსები, რაც მისაღებია, თუმცა მთავრობა ვალდებულია, კრიტიკის მიუხედავად, ხალხის ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედოს.
„პატარა ბავშვისთვისაც გასაგებია, რომ ამ ცვლილებების შედეგად მოქალაქეების მიღების პროცედურები გონივრულ ფარგლებში იქნება გამარტივებული და ბევრად უფრო სამართლიანი მოქალაქეობის მსურველი პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს“, – განაცხადა მინისტრმა “იმედის” ეთერში.