გიორგი ვოლსკი: ერთადერთი, ვისი ვალიც რუსეთმა წლების განმავლობაში ვერ გაისტუმრა, ხოშტარიების ოჯახია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხული თანხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

მისი თქმით, ერთადერთი, ვისი ვალიც ვერ გაისტუმრა წლების განმავლობაში რუსეთმა, ხოშტარიების ოჯახია.

„როგორ მოხდა, რომ რუსეთმა ვერავისთან მსოფლიოში ვერანაირი ვალდებულება ვერ შეასრულა, ვერც ომის დაწყებისა და განვითარების ასეთი ბრუტალური სიტუაციის შექმნის, ბირთვული საფრთხეების შექმნის მსოფლიოსათვის, ჩვენთვისაც საფრთხეს წარმოადგენს, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები უკრაინაში, საქართველოში და ერთადერთი, ვისი ვალიც ვერ გაისტუმრა წლების განმავლობაში ეს არის ხოშტარიების ოჯახი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები