ალეკო ელისაშვილი: „ნაცმოძრაობაში“ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები კი არა, „ქართული ოცნების“ გამარჯვების გასაღებია
„საქმე საქმეზე და რომელიმე პარტიის შემოხაზვაზე როცა მიდგება, ყველას ტკივილით ახსენდება „ნაციონალური მოძრაობა”,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ გადავიდეს ოპოზიციაში, „ნაცმოძრაობის“ მიღმა ოპოზიციურმა ძალებმა კონსოლიდაცია უნდა შეძლონ.
„საქმე საქმეზე და რომელიმე პარტიის შემოხაზვაზე როცა მიდგება, ყველას ტკივილით ახსენდება „ნაციონალური მოძრაობა“ და, აი, ესენი რომ მოვიდნენ, უფრო უარესს იზამენ. “ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები კი არა, „ქართული ოცნების“ გამარჯვების გასაღებია. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ რაღაც შეიცვალოს და „ოცნება“ გადავიდეს ოპოზიციაში, ამისთვის „ნაცმოძრაობის“ მიღმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა შევძლოთ კონსოლიდაცია“, – აცხადებს ელისაშვილი.