გიორგი ვოლსკი: ამ ვითარებაში „ლელოს“ ურჩევნია, ცალკე იდგეს
“ამ ვითარებაში პარტია „ლელოს“ ურჩევნია, ცალკე იდგეს, ვიდრე საკუთარი მწირი რესურსი კიდევ უფრო დაამსხვრიოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი აქცენტები გასაკეთებელია შინაარსზე, თუ რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“.
„როდესაც საუბარია ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ან ნიკანორ მელიას „ნაციონალური მოძრაობაზე“, მთლიანობაში კეზერაშვილის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვლაპარაკობთ. ასეთ შემთხვევაში ერთს რომ ერთი მივუმატოთ, ორი არ გამოდის – იგივე ერთი რჩება თუ ნულზე არ შეიძლება, იყოს ლაპარაკი. მთავარი აქცენტები გასაკეთებელია შინაარსზე, თუ რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“ და რით გვემუქრება ის, თუ ხელისუფლებაში მოვა ან მართვის ისეთ რესურსს მიიღებს, როდესაც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა ექნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებას, რომ ხელისუფლების დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.