ირაკლი ზარქუა: რას უწუნებს ჩემს ხაბეს, რა არ მოსწონს?! – აბა, ცალკე ბადრი ჯაფარიძემ რა უნდა ქნას, ბარიერს ვერ გადალახავს?!
“რას უწუნებს ჩემს ხაბეს, რა არ მოსწონს?! ხაბე არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. აბა, ცალკე ბადრი ჯაფარიძემ რა უნდა ქნას?! რა პოლიტიკური გამოცდილება აქვს, რომ რამე შექმნას. ბარიერს ვერ გადალახავს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განაცხადის თაობაზე აღნიშნა.
მისივე თქმით, ბადრი ჯაფარიძეს “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა მოუწევს.
“რას უწუნებს ჩემს ხაბეს, რა არ მოსწონს?! ხაბე არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. მას მოუწევს გაერთიანება, ისევე, როგორც “ტროიკას” ჩემს ხაბესთან და ერთად შეუტევენ მერე 2024-ში. აბა, ცალკე ბადრი ჯაფარიძემ რა უნდა ქნას?! რა პოლიტიკური გამოცდილება აქვს, რომ რამე შექმნას. ბარიერს ვერ გადალახავს. ამიტომაც მოუწევს ჩემს ხაბესთან თანამშრომლობა. ხაბესთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ესენი, ყველა არის რადიკალი.
მე მესმის ბადრი ჯაფარიძის. ცალკე უნდა, გაემიჯნოს უნდა, მაგრამ ვერ გაემიჯნება. სადაც მთელი ეს პერიოდი საბოტაჟს უწევდი ქართულ პარლამენტს, სადაც ლეგიტიმურად იყავი არჩეული და “ნაცების” დაკრულზე დადიოდი, ახლა არ მოგწონს და ახლა ემიჯნები?! მშვენივრად თანამშრომლობდა თავის დროზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბატონი ხაზარაძე, ახლა არ მოსწონს?! – ეგრე არ გამოვა. ქართულმა საზოგადოებამ იცის, ვინ ვინ არის”,- განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებას, რომ ხელისუფლების დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.