“მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან” – ირაკლი ნადირაძე

“ჩვენი მიზანი იქნება ამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება, სხვა დანარჩენის მიზანი, როგორც ჩანს, ალბათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება, რაც ჩვენ ძალიან გაგვიხარდება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ კოალიციური მთავრობისთვის და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან“, – აღნიშნა ნადირაძემ „ქრონიკასთან“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები