ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტის მხრიდან სხვადასხვა სფეროში გამოჩენილი არაკონსტრუქციული ნაბიჯები კონსტიტუციის სულისკვეთების შელახვაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან სხვადასხვა სფეროში გამოჩენილი არაკონსტრუქციული ნაბიჯები კონსტიტუციის სულისკვეთების შელახვაა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ქვეყანაში ინსტიტუციების ნორმალურად ფუნქციონირებას აფერხებს.

“პრეზიდენტის მხრიდან სხვადასხვა სფეროში გამოჩენილი არაკონსტრუქციული და არათანამშრომლობისკენ მიმართული ნაბიჯები, რა თქმა უნდა არის კონსტიტუციის სულისკვეთების შელახვა და თვითონ აფერხებს ქვეყანაში ინსტიტუციების ნორმალურად ფუნქციონირებას. ეს არის არასწორი პოლიტიკური ხედვა და აგრეთვე არა მართლზომიერი ჩარევა პოლიტიკურ პროცესში. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი არის გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი, რომელიც არ არის სწორი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას პრობლემებს უქმნის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები