პაატა მანჯგალაძე: თუ ვინმე ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ და მათთან კოორდინაციის გარეშე შეცვლის „ქართულ ოცნებას“, ეს არის ილუზია
თუ ვინმე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, მასთან კოორდინაციის გარეშე შეცვლის „ქართულ ოცნებას“, ეს არის ილუზია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„სჯობს, ყველამ გაასწოროს ფოკუსი: თუ ვინმე ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ გარეშე, მასთან კოორდინაციის გარეშე შეცვლის „ქართულ ოცნებას“, ეს არის ილუზია. სამეულს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ელენე ხოშტარიასთან და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ერთად, არცერთი კვლევით ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს“, – აცხადებს მანჯგალაძე.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.