მიხეილ სარჯველაძე: კარგად ხვდებიან, „ნაცმოძრაობას“ იმდენად მანკიერი რეპუტაცია აქვს, რომ ამას შეუძლია, დამაზიანებელი როლი ითამაშოს ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციაში კარგად ხვდებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მანკიერი რეპუტაცია აქვს, რასაც შეუძლია, ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით დამაზიანებელი როლი ითამაშოს.

„მიუხედავად ხმამაღალი განცხადებისა, თითქოს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ბუნებრივია, ამას ოპოზიციის მხრიდან ყველა პოზიტიურად არ გამოეხმაურებოდა. კარგად ხვდებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად იმდენად დაზიანებული და მანკიერი რეპუტაცია აქვს, რომ ამას შეუძლია, ძალიან დამაზიანებელი როლი ითამაშოს ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით, ვინც კი შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულად იქცეს”, – აღნიშნა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები️ “ნაცმოძრაობის” ხელშია. “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა  ბადრი ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები ისეთი გაერთიანების შექმნაა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები