ირაკლი ზარქუა – პრეზიდენტზე: რატომ აკეთებს ამას ქალბატონი სალომე, ჩემთვის გაუგებარია – თუ არ გინდა მუშაობა, წადი, კაცო, ვინმე გაძალებს?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას პრობლემებს უქმნის.
ზარქუას თქმით, ზურაბიშვილის ქმედებები მისთვის გაუგებარია.
“დღემდე არ ჰყავს ეროვნულ ბანკს თავმჯდომარე, პრეზიდენტი, მაშინ, როდესაც ირგვლივ ამდენი გამოწვევაა. ამიტომ იყო, რომ ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას. გაგვაჩერებინა, გვითხრა – შევთანხმდეთო და უნდა წარმოედგინა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ჯერ თებერვალში ველოდებოდით, მერე მარტში, ივნისია ახლა და დღესაც არ ჰყავს წარმოდგენილი. რატომ აკეთებს ამას ქალბატონი სალომე, ჩემთვის გაუგებარია, მოტივი რა არის, არც ის ვიცი. შესაძლოა, ელოდება, რომ აქ დაიძაბოს თემა, აირიოს… თუ არ გინდა მუშაობა, წადი, კაცო, ვინმე გაძალებს? თუ ხარ, კეთილი ინებე და პატივი ეცი ამ ქვეყანას, მის სუვერენიტეტს და ინსტიტუციებს, ისევ როგორც ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ყველაფერს ვაკეთებთ რომ შევინარჩუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი”,- განაცხადა ზარქუამ.