ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთში ვიზიტი წარმატებული იქნება
“საფრანგეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დღეს იწყება, ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრები გვექნება როგორც სენატის თავმჯდომარესთან, ასევე, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძე იმედოვნებს, რომ ვიზიტი წარმატებული იქნება.
„ვიზიტის მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება 12 რეკომენდაციის შესრულება, რა პროგრესი გვაქვს. მათ გავაცნობთ გამოწვევებს, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს აქვს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი წარმატებული იქნება და ამ ვიზიტის შემდეგ საფრანგეთი კიდევ უფრო ცხადად და მკაფიოდ დაუჭერს მხარს საქართველოსთვის, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ასევე, სხვა საგარეო პრიორიტეტებს, რაც საქართველოს გააჩნია“, – განაცხადა სამხარაძე.