გია ვოლსკი: არ მგონია, რომელიმე თავმოყვარე პოლიტიკოსი ხაბეიშვილის დაძახილზე “ნაცმოძრაობის“ ოფისში მიცუნცულდეს

არ მგონია, რომელიმე თავმოყვარე პოლიტიკოსი, პარტია ლევან ხაბეიშვილის დაძახილზე “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიცუნცულდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, ხაბეიშვილსა და “მის პატრონებს“ მხოლოდ რევოლუციური გეგმები გააჩნიათ.

“თავად უნდა წარმოადგენდეს რამეს – უნდა გქონდეს პროგრამა, უნდა გქონდეს რესურსი, ინტელექტი, ხედვა და არ უნდა იყო იმ ადამიანების ჭაობში ჩაფლული, რომელთაც ათასობით ოჯახის მიმართ საკმაოდ დიდი ცოდვები აწევთ.
პარტია, რომელსაც დავით კეზერაშვილი აფინანსებს და რომლის იდეოლოგი არის ვანო მერაბიშვილი, იგივე ამპლუაში დაბრუნდება სურს – ის იმავეს გააკეთებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები