შალვა პაპუაშვილი: რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს ყველაზე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას “ტვიტერზე” ეხმაურება.

დნეპრზე კახოვკა ჰესის კაშხლის განადგურება რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს ყველაზე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და სხვებს, ვისაც აქვს ეფექტიანი გავლენის ინსტრუმენტები, უფრო ენერგიულად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად“, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები