არჩილ თალაკვაძე: რისი გასაღებიც აქვს „ნაცმოძრაობას“, ის საკეტი უკვე დიდი ხანია, გამოცვლილია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების შეცვლის გასაღები “ნაცმოძრაობის” ხელშია.
“რისი გასაღებიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ის საკეტი უკვე დიდი ხანია, გამოცვლილია. ამიტომაც ცდილობენ წლებია, უშედეგოდ, ხან პარლამენტის, ხან ცესკოს ღობეზე გადაძრომას. ოპოზიციური პარტიები ამ სატყუარას თუ წამოეგებიან, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად გარეთ დარჩებიან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.