ბექა ლილუაშვილი: “ნაცმოძრაობამ” კოორდინაციის რესურსი გამოიჩინოს ჯერ საკუთარ პარტიაში და მერე ვილაპარაკოთ

“ნაცმოძრაობის” დღის წესრიგზე ავეწყოთ დანარჩენი პარტიები თუ რაზეა საუბარი? მე ეს არ მესმის”, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის,  ლევან ხაბეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების შეცვლის გასაღები “ნაცმოძრაობის” ხელშია.

ლილუაშვილის შეფასებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კოორდინაციის რესურსი ჯერ საკუთარ პარტიაში უნდა გამოიჩინოს.

“ნაცმოძრაობას” უნდა რაღაცნაირად მიხმარება სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ეს კოორდინაცია არ არის. ეს არის ენმ-ს დღის წესრიგის გატარება. რა კოორდინაციაზე ლაპარაკობს ენმ, თავის ფრაქციაში ვერ დაუკორდინირებია, გამოვიდნენ ადამიანები და დისკომუნიკაცია იყოო, ამბობდნენ იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და ახლა, მოდი, თავს მოვიტყუებთ. ენმ-მ კოორდინაციის რესურსი გამოიჩინოს ჯერ საკუთარ ფრაქციაში, პარტიაში და მერე ვილაპარაკოთ”,- აცხადებს ლილუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები