სანდრო რაქვიაშვილი: მე რომ რუსეთის მთავრობა ფულს მიხდიდეს, ხომ უბრალოდ ცოცხალი ვერ დავრჩებოდი აქ

“უცნაურად გამოიყურება, როცა ადამიანი ებრძვის რუსეთს და რუსეთის მთავრობისგან ფულს იღებს”,- ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

მისივე თქმით, თუ რუსეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მტერი ხარ, ისე გადაკეტავენ დაფინანსებას, რომ ვერც გაასაჩივრებ.

“ნებისმიერ სხვა ოპოზიციონერს, ან “ქართული ოცნების” პოლიტიკოსს იგივე რომ გაეკეთებინა, მგონი გაანადგურებდა მთელი ოპოზიციური მედია, მაგრამ რატომღაც ხოშტარია ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ასეთი რაღაცები შერჩა. უცნაურად გამოიყურება, როცა ადამიანი ებრძვის რუსეთს და რუსეთის მთავრობისგან იღებს ფულს. თუ რუსეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მტერი ხართ, ისე გადაკეტავენ ამ დაფინანსებას, რომ ვერც გაასაჩივრებ. მე რომ რუსეთის მთავრობა ფულს მიხდიდეს, ხომ უბრალოდ ცოცხალი ვერ დავრჩებოდი აქ”, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები