რატი იონათამიშვილი – ხოშტარიაზე: რუსეთის ინტერესებშია ყველაფერი, რასაც ის აკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას დუმილი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციებით მას უფასდება ის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რომელსაც საქართველოში აკეთებს.
მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც ხოშტარია აკეთებს, რუსეთის ინტერესებშია.
“როდესაც ამ ადამიანს ერიცხება მილიონობით რუბლი და არ აკეთებს არანაირ კომენტარს, ეს ფაქტობრივად არის აღიარება, რომ ამ ტრანზაქციებით მას უფასდება ის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რომელსაც საქართველოში აკეთებს და, თითქოს, ის ამას ფუთავს, რომ ეს არის ანტირუსული პროპაგანდა და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ პირიქით, რუსეთის ინტერესებში არის ყველაფერი რასაც ის აკეთებს, ანუ ეს ექსტრემისტული პოლიტიკოსის ნიშა რომ დაიკავოს და ამაზე განცხადების არ გაკეთება კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა არის, ვიდრე ამ თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვა”,- განაცხადა იონათამიშვილმა.