პაატა მანჯგალაძე – ხოშტარიაზე: ჰყავს ხელისუფლებას ძალოვანი უწყებები, თუ რამეში ეჭვი ეპარებათ, დაიწყონ გამოძიება
“ჰყავს ხელისუფლებას ძალოვანი უწყებები, თუ რამეში ეჭვი ეპარებათ დაიწყონ გამოძიება”,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს ელენე ხოშტარიას ფინანსური ანგარიში პროპაგანდისტული მიზნებისთვის სჭირდება.
“ჰყავს ხელისუფლებას ძალოვანი უწყებები, უსაფრთხოების სამსახურები და სპეცსამსახურები, თუ რამეში ეჭვი ეპარებათ და არ არის და ეს არის ოპერატიული თანხები, როგორც ყიდიან საზოგადოებაში სამარცხვინოდ, მაშინ დაიწყონ გამოძიება. მაგრამ გამოძიებას არ იწყებენ, რატომ?! იმიტომ, რომ სჭირდებათ პროპაგანდისტი. ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის მემკვიდრეობით ვირსალაძისგან მიღებული თანხა, რომელსაც იღებს არა ელენე ხოშტარია, არამედ ელენე ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია”,- აღნიშნა მანჯგალაძემ.